შიდა აუდიტის სამსახური

 შიდა აუდიტის სამსახური

    თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.

 

 სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

  1. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საკითხების სისტემური, რისკის კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სრულყოფას.

ბ) უზრუნველყოფს ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.

გ) უზრუნველყოფს მერიის ფუნქციონირების ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.

დ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.

(იხილეთ დებულება)

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

ვახტანგ პაატაშვილი

giorgi enukidze

ტელ:
მობ: 597-05-25-05
E-mail: