ქონების მართვის, ეკონომიკის განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილება

ქონების მართვის, ეკონომიკის განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დაზუსტებას. უზრუნველყოფს სახელმწიფო ფონდის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესის დასრულებას.
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში და/ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამზადებს მასალებს შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ანხორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემისას მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს;
საჭიროების მიხედვით მხარეებს უწევს კონსულტაციას ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
იხილავს და წარადგენს წინადადებებს ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ;
მონაწილეობას იღებს საპრივატიზაციო ნუსხაში დასამტკიცებელი ქონების დოკუმენტაციის და გამოსაცხადებელი სააუქციონო მასალის მომზადებაში; უზრუნველყოფს მიღებული განცხადებების და კორესპონდეციების რეგისტრაცია;
მონაწილეობას იღებს მუნიციპალურ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებაში.

განყოფილების ფუნქციებია:
ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან,ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს;
ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენას;
მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგეგმო პარამეტრების შემუშავებაში და ანალიზში;
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოფს: უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების,კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ, ასევე ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში.

ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება ექვემდებარება ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს

ქონების მართვის, ეკონომიკის განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსი

დავით ნუსხელიძე

ტელ: 0350-27-13-35
მობ: 59985-77-58
E-mail: