კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება

კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება ექვემდებარება კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს. განყოფილების ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:
მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზება, ფართო აუდიტორიისა და ახალგაზრდობის ღონისძიებაში ჩართვა, საზოგადოების დადებითი განწყობა საერო დღესასწაულებისა და სახალხო ზეიმების მიმართ-როგორც ქალაქად ასევე სოფლად. უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ინტერესის ზრდა ქართული კულტურის მიმართ.
თელავის საფესტივალო ქალაქად გადაქცევა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა კულტურულ ცხოვრებაში, ფესტივალების და კონკურსების მოწყობა, ღვაწლმოსილი ადამიანების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, ხსოვნის საღამოების მოწყობა თანამედროვე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივლებისა და კონკურსების მოწყობა, ნიჭიერ შემოქმედთა წარმოჩინება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინება და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მართვის პოლიტიკის გატარება ადგილობრივ დონეზე. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობა, მონიტორინგი, უცნობი ძეგლების მოძიება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. გზამკვლევების გამოცემა, აგრეთვე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების, საგანმანათლებლო ბროშურებისა და სხვა ღონისძიებების ინიცირება. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული გამოფენებისა და სამეცნიერო კომფერენციების მოწყობა. რისკის ქვეშ მდგომი ისტორიული ძეგლების აღნუსხვა და სათანადო დოკუმენტაციის შედგენა.

კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი

ვანო ფეიქრიშვილი

ტელ: 0350-27-23-08
E-mail: