ზედამხედველობის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს ზედამხედველობას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილია:

1. განახორციელოს კონტროლი: საზოგადოებრივ ადგილებზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებზე, სკვერებზე, დასასვენებლ ზონებსა და საერთო სარგებლობის ეზოებზე.
2. განახორციელოს კონტროლი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების და დაწესებულებების მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე, “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. განახორციელოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე.
4. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს შესაბამისად მისცეს გაფრთხილება სამართალდამრღვევს, გაფრთხილების შეუსრულებლობისას შეავსოს სამართალდარღვევათა ოქმი.

(იხილეთ დებულება)




ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

ალექსი აგურაშვილი

alexi agurashvili

ტელ: 0350-27-12-28
მობ: 577–21-50-09
E-mail: