სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თელავში


iii-00

21 ოქტომბერს თელავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ესტუმრა.სახელმწიფო მინისტრი კახეთის გუბერნიის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და დემოკრატიის სკოლის მსმენელებს შეხვდა.შეხვედრას ესწრებოდა თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი.
შეხვედრაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.ყურადღება გამახვილდა ნატოს უელსის სამიტის შედეგებსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშნელობაზე.მოგვიანებით სტუმრებმა ,,თელიანი ველის” ღვინის ქარხანა დაათვალიერეს და ღვინის ჩამოსხმასა და დაფასოებას დაესწრნენ.

iii-01 iii-02 iii-03 iii-04