თელავის მერმა პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


kkk-00

18 დეკემბარს თელავის მერმა და ვიცე-მერმა პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი,გაკეთდა მეტალოპლასტმასის ფანჯრები,გარემონტდა საპირფარეშოები,დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და ა.შ. შენობაში ასევე მოეწყო პანდუსები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული საპირფარეშოები.
შეგახსენებთ,რომ 22 აგვისტოს თელავის მერსა და ა.ა.ი.პ. პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად თელავის მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობა (მისამართი უნივერსტეტის ქუჩა #11) სიმბოლურ ფასად, დროებითი სარგებლობის უფლებით პროფესიულ კოლეჯს გადაეცა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი ძირითადი და თელავისთვის მეტად მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც პლატონ კალმახელიძის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენდა იყო ის, რომ კოლეჯი შეინარჩუნებდა საგანმანათლებლო პროფილს და შენობაში განხორციელდება 300 000 ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია.ამ დროისთვის კოლეჯში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები რომლების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 350 000 ლარს.

kkk-02 kkk-03 kkk-04