საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო

გვერდი დამუშავების პროცესშია

რა არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო:

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით და წარმოადგენს ა-პოლიტიკურ, სამოქალაქო საწყისებზე შექმნილ ორგანოს.სმს-ს ჰყავს თავმჯდომარე, სპიკერი და მდივანი. საკრებულოს თავმჯდომარეს, სურვილისამებრ, შეუძლია დაესწროს საბჭოს შეხვედრებს. სმს იკრიბება თვეში ერთხელ მაინც.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია:

წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;
თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები;
მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, ა.ა.ი.პ.-ის ხელმძღვანელების და საკრებულოს წევრების ანგარიშები;
მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
მოამზადოს, განიხილოს და პეტიციის სახით წარუდგინოს საკრებულოს და/ან გამგებელს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
შეიმუშაოს რეკომენდაციები კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე და წარუდგინოს საკრებულოს პროექტის სახით.
დაესწროს და წინასწარი წერილობითი მიმართვის გარეშე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა;
შევიდეს და გადაადგილდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) ფარგლებში;
შეუფერხებლად შეხვდეს თვითმმართველობის თანამდებობის პირებს, გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
საკრებულოს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე, რომლებიც უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს;
ისარგებლოს სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებით.

კოორდინირება

სმს-ს შეხვედრის განრიგს წყვეტს სმს-ს თავმჯდომარე;
სმს-ს წევრები თვის განმავლობაში სმს-ს მდივანთან აგზავნიან განსახილველი წინადადების ჩამონათვალს და ამის საფუძველზე დგება ყოველი მომდევნო შეხვედრის დღის წესრიგი, რომელიც 2 დღით ადრე მაინც ეგზავნებათ საბჭოს წევრებს;
სმს-ს წევრობიდან გასვლა ხდება ნებაყოფლობით ან ავტომატურად ზედიზედ 3 დაუსაბუთებლად გაცდენილი შეხვედრის შედეგად;

მუშაობის ფორმა

სმს-ს წევრი არის სამოქალაქო პირი (არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის ან სხვ. წარმომადგენელი), რომელიც საჭოს შიგნით თავისუფალია პოლიტიკური სიმპათიებისგან და მხოლოდ სამოქალაქო ღირებულებებით ხელმძღვანელობს;
სმს-ს 2 ან რამდენიმე წევრს შეუძლია შექმნას კონკრეტული მიმართულებით სამუშაო ჯგუფი და მომზადებული საკითხი განსახილველად და მხარდასაჭერად გაიტანოს საბჭოს შეხვედრაზე;
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ მხარდაჭერილ საკითხზე იწერება პეტიცია/რეკომენდაცია, რომელსაც დაერთვის მომზადებული პროექტი, სადაც მითითებულია პრობლემა, მოგვარების გზა და ეფექტი და იგი წარედგინება შესაბამის ბიუროს ან საკრებულოს განსახილველად

სმს–ს წევრები:

  • ლიზა სოფრომაძე
  • ეთო შიუკაშვილი
  • თინათინ ხანჯალიაშვილი
  • ლევან როსტომაშვილი
  • ნიკოლოზ შარვაშიძე
  • მაკა ლეონოვი
  • ვანო გალახვარიძე
  • ნინო პაატაშვილი
  • ეკა ონიკაძე
  • ნანა ქიბიშაური

იხილეთ დებულება