წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს თელავიც შეუერთდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი თელავის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ქალაქის მერმა ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე და შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა დღევანდელი დღის აღნიშვნისთვის.
შეხვედრას თელაველებისთვის საყვარელი პოეტები და პროზაიკოსებიც ესწრებოდნენ, რომელთა ნაწარმოებებიც საჯაროდ იქნა წაკითხული.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.

თელავის მერმა დაბადების დღე სკოლის მასწავლებელს მიულოცა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

პირველი სკოლის მასწავლებელი ნანული ბიძულიაშვილი მოსწავლეებს გაკვეთილს უტარებდა, როდესაც მოულოდნელად კლასში ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე შევიდა და ბავშვობის მასწავლებელს ყვავილების თაიგული გადასცა, ქალაქის მერის უეცარი სტუმრობა იუბილარი მასწავლებლისთვის მეტად ამაღელვებელი და სასიხარულო აღმოჩნდა.

ქალბატონი ნანული 38 წელია პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის, დაწყებით კლასებში თელავის მოქმედ მერს სწორედ ქალბატონი ნანული ასწავლიდა. იგი დღესაც დიდი შემართებით განაგრძობს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე ზრუნვას იგი მე-3 კლასს ხელმძღვანელობს.

თელავში შუქნიშნებით მოძრაობა კიდევ ერთ გზაჯვარედინზე მოწესრიგდება

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ თელავში კიდევ ერთი გზაჯვარედინის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
ჭავჭავაძის გამზირის, სააკაძის ქუჩის, ალაზნის გამზირის , ქეთევან წამებულისა და ვარდოშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მოძრაობა სულ მალე შუქნიშნების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, რეგულაცია მოიცავს მოძრაობის ახალი მიმართულების დამატებასაც კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირიდან შესაძლებელი გახდება ხიდის გადაკვეთა და მოძრაობის გაგრძელება ქ.წამებულის ქუჩის მიმართულებით, ასევე მოხდება ქუჩების ჰორიზონტალური მონიშვნა.
შეგახსენებთ, რომ თელავში მოძრაობა უკვე სამ გზაჯვარედნიზე დარეგულირდა.
გაერთიანებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნების რეკონსტრუქციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 900 ლარი იხარჯება.

საპრემიო თანხა მოსწავლეთა წასახალისებლად დაიხარჯება

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერიის თანამშრომლებითვის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული საპრემიო თანხის ნაწილი მე-7 სკოლის მოსწავლეების ისრაელში, ვაიცმანის უნივერსიტეტში მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებას მოხმარდება – ამის შესახებ ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პირადად აცნობა და საერთაშორისო კონფერენციაზე წარმატება უსურვა.

თელავის მერის გადაწყვეტილება მოსწავლეებისთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრამ კი მეგობრულ და თბილ გარემოში ჩაიარა, ქალაქის მერმა ბავშვებს კრეატიულობისკენ მოუწოდა და შემოთავაზებული იდეების განხორციელებაში დახმარებას დაპირდა.

ისრაელში ეტალონის კახეთის რეგიონის გამარჯვებული და თელავის მერის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოს მფლობელი რატი გალახვარიძეც გაემგზავრება და მონაწილეობას საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში მიიღებს, სადაც მეგობრებთან ერთად სასკოლო კვლევის ფარგლებში განხორციელებულ ორ პროექტს წარადგენს.

თელავის მერი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანიის მიერ კახეთში მოსალოდნელ ტარიფის ცვლილებას შეეხებოდა, ქალაქის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ გაზის მომწოდებელ კომპანიასთან შესაძლო ოპტიმალური გამოსავლის მოსაძებნად მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოსალოდნელი ტარიფის ცვლილება კი თელავის მოსახლეობის
10%-ზე ნაკლებს შეეხება.

შეხვედრას თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ენერგო ომბუცმენის კახეთის რეგიონის ოფისის წარმომადგენელი სოფიო აივაზაშვილი და კომპანია ,,ვისოლ გაზის” რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი დავით ჯერმიზაშვილი ესწრებოდნენ.

კახეთში გაზის ტარიფის ცვლილება დაკავშირებულია 2007 წლის 25 დეკემბერს ენერგეტიკის მინისტრის მიერ მიღებულ #69 ბრძანებასათან, რის მიხედვითაც 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულად გამოცხადდა, რაც გულისხმობს 2008 წლის 1 აგვისტოდან გაზის მომხმარებლად რეგისტრირებული აბონენტებისთვის ზღვრულ ფარგლებში გაზის მიწოდების ტარიფის შესაძლო ზრდას .