თელავის მერია პირველი დამსაქმებელია

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერია პირველი დამსაქმებელია-ამის შესახებ ,,განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის” მიერ იმ პროექტის პრეზენტაციისას გაჟღერდა, რის ფარგლებშიც ქალაქის მერიამ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შშმ პირი დაასაქმა.
როგორც ქალაქის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა შეკრებილ აუდიტორიას განუცხადა შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მერიის მიერ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პიროვნების დასაქმების ეს არც პირველი და რათქმაუნდა არც უკანასკნელი პრეცედენტი არ არის.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი, ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი ხაჭაპურიძე ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

30 წლის განმავლობაში პირველად განახლებული საწოლის ინვენტარი

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერიამ თელავის საბავშვო ბაღებს 8 800 ლარის ღირებულების საწოლის ინვენტარი გადასცა, რომელიც მე-9 ბაღში ქალაქის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა, ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში გიორგი ხაჭაპურიძემ და თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თეონა მიქელაძემ პირადად მიიტანეს.

თელავის ბაღებში აღნიშნული სახის ინვენტარი 30 წლის განმავლობაში პირველად, სრულად შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ თელავის მერიამ საახალწლოდ ბაღებს 28 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ინვენტარი მათ შორის საბნები და ლეიბები გადასცა, თუმცა აღნიშნული შეძენილ იქნა დამატებით 350 წყვილი.

შეგახსენებთ, რომ თელავის ოთხი ბაღის სრულ რეაბილიტაციაზე გასულ წელს 1 000 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო დანარჩენ ბაღებში 55 000 ლარის ფარგლებში სამზარეულოები მოეწყო .
ქალაქ თელავის მერია აგრძელებს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე ზრუნვას.

დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა ქარის შედეგად გადახდილი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, შემთხვევის ადგილი ასევე მერის წარმომადგენელმა ალაზანი-კავკასიონის ადმ. ერთეულში თეიმურაზ ლაგაზიძემ და ამავე ად. ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხაჭაპურიძემ მოინახულეს.

სახურავების აღდგენითი სამუშაოები დღეს დაიწყო და ათი დღის განმავლობაში დასრულდება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. სარეაბილიტაციო თანხებს მთლიანად ქალაქის მერია დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ქარმა სახურავები კავკასიონის ქუჩაზე ორ მრავალსართულიან შენობას მნიშვნელოვნად გადახადა.

,,დაზიანებული სახურავების გადახურვა მოხდება”-თელავის მერი

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე ქარმა ორი მრავალსართულიანი ბინის სახურავი ნაწილობრივ გადახადა, შემთხვევის ადგილას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურები იმყოფებოდნენ.
თელავის მერის განცხადებით დღესვე მოხდება მიყენებული ზიანის შეფასება, ხოლო მომდევნო ორი დღის ვადაში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა მოხდეს დაზიანებული სახურავების კაპიტალური გადახურვა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, სამაშველო და სახანძრო სამსახურები, შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო თელავში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ინოვაციების ლაბორატორია ,,ჯეოლაბის” წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კინწურაშვილმა და ინოვაციების ლაბორატორია ,,ჯეოლაბის” დამფუძნებელი საბჭოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა წარმოადგინეს ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს თელავში ინოვაციების და ტექმნილოგიის სფეროს განვითარება, შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა მომავალი სამოქმედო გეგმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონების მასშტაბით ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, სააგენტოს მხარდაჭერით იქმნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები, რეგიონალური ჰაბები და ინოვაციების ცენტრები, რომელთა მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევების ამაღლება ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით, ინოვაციური იდეების აღმოჩენა და მათი პროტოტიპირების და კომერციალიზაციის ხელშეწყობა.