ქარიშხლის შედეგად გადახდილი სახურავი უკვე გადახურულია

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა ალაზანი-კავკასიონის ად. ერთეულში, აღმაშენებლის შესახვევის #11-ში მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერეს. 30 ივლისს, საღამოს ქარიშხლის შედეგად გადახდილი ორი მრავალსართულიანი სახლის სახურავის გადახურვითი სამუშაოები 1 ივლისიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 99 000 ლარი იქნა გამოყოფილი. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებულია კავკასიონის #37 არსებული მრავალსართულიანი ბინის გადახურვითი სამუშაოები. ხოლო აღნიშნული სახურავის გადახუვა მიმდინარე თვის 20 ივლისამდე დასრულდება.
ქალაქ თელავის მერია მადლობას უხდის ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის.

საბავშვო კონცერტი ნადიკვარზე

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

4 ივლისს ნადიკვარმა ბავშვებისთვის მხიარულ ღონისძიებას უმასპინძლა, პატარების და მათი მშობლების განწყობაზე გასართობი ცენტრის ,,ბუ-ბუ-ტა” ანიმატორებმა იზრუნეს.
ხვალ კი ნადიკვარზე ქართული ფოლკლორის საღამო გველოდება. #გავატაროთ #ზაფხული #ნადიკვარზე.

თელავის მერი ,,სტარტაპ საქართველოს” პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, მერის მოადგილე ალექსანრე საჩიშვილი და გუბერნატორის მოადგილეები ზურაბ არსენიშვილი და გივი მეტრეველი, ასევე თვითმმართველობების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას ასევე უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა თელავში ტექნოპარკისმოწყობის საკითხი,რომელიც ინოვაციური იდეების ხელშეწყობას და ფინანსური კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს, ქალაქის მერი მიესალმა ,,სტარტაპ საქართველოს” პროექტის ნოვაციურ წამოწყებას და ასევე თელავში ტენოპარკის მოწყობასთან დაკავშირებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ფოლკლორის საღამო ნადიკვარზე

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ნადიკვარზე მორიგი საზაფხულო ღონისძიება გაიმართა, ქალაქ #თელავის #მერია და მერიის #კულტურის #ცენტრი მადლობას გიხდით ასეთი დიდი აქტივობისთვის.
ზაფხულის ცხელ დღეებს ჩვენ ყველა ერთად ნადიკვარზე ვატარებთ. ამჯერად თელაველი მაყურებლის წინაშე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის #ფოლკლორული #ანსამბლები წარსდგნენ.
ნადიკვრის საღამოების აღდგენის ინიციატორი და მხარდამჭერია ქალაქის მერია და პირადად ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.
ძვირფასო მეგობრებო,1 ივლისი, პარასკევი, ჩვენი დროით 20 სთ-ზე ისევ მუსიკის და დასვენების დროა, თელავის მერიის კულტურის ცენტრი გიწვევთ ბენდი ,, #ფიქრის #ხიდი” კონცერტზე.

ერთად გავატაროთ ზაფხული ნადიკვარზე!

,,შანსის კლუბის” საერთაშორისო სამხატვრო კონკურსის პრეზენტაცია

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

,,დამიხატე მშვიდობა”-აღნიშნული სახელწოდებით დღეს, თელავის დრამატულ თეატრში ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბის” საერთაშორისო სამხატვრო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე დავით ჯორჯაძე და მერი პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ. თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა იქვე დახატეს ნახატები მშვიდობის თემაზე. მასტერკლასს წარუძღვა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი. საუკეთესო მოსწავლეების ნამუშევრები მონაწილებას მიიღებენ მსოფლიო სამხატვრო კონკურსში.
თელავის დრამატული თეატრის ფოიეში ასევე გამოიფინა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) პერიოდის მასალები; XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობის ამსახველი არქივები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და ადგილობირივი და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.