ახალგაზრდა ანიმატორების საჩუქარი ქალაქის მერს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად საახალწლოდ დამზადებული ანიმაციური ფილმი გადასცეს, ქალაქის მერმა ახალგაზრდა ანიმატორებს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული საჩუქრისთვის და თითოეულ მათგანს თელავის მერიის დაკვეთით გამოცემული 2016 წლის კალენდარი გადასცა.
ახალგაზრდა ანიმატორები გასულ წელს თელავის მერიის დაფინანსებით ბულგარეთში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ მიერ წარდგენილმა ნამუშევარმა ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

თელავის მერიის საახალწლო საჩუქარი პატარებს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერია გილოცავთ ახალ 2016 წელს და პატარებს ვახვახიშვილების სასახლეში სპეციალურ საახალწლო წარმოდგენებზე იწვევს.
ყველა ბავშვის ოცნებაა გაიგოს სად ცხოვრობს თოვლის პაპა, ამიტომ 4 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით 16:00 და 18:00 საათზე თელავის კულტურის ცენტრი გთავაზობთ საახალწლო წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების მონაწილეობით, ყველა პატარას თოვლის პაპა საახალწლო საჩუქარს გადასცემს.
გთხოვთ მობრძანდეთ!
დამატებით ინფორმაციისთვის: 577 53 53 51
599 49 68 78-კულტურის ცენტრი.

თელავის მერის მილოცვა უმწეოთა აიპს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა უმწეოთა და უპოვართა აიპს ახალი წელი მიულოცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საკუთარ ამომრჩეველთან ერთად ისადილეს და მათგან განვლილ წელზე შეფასებაც მოისმინეს.
მოქალაქეებს ახალი წელი თელავის მერიასთან არსებულმა ქალთა ვოკალურმა ანსამბლმაც მიულოცა.

თელავის მერმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცა. ქალაქის მერმა პატარების საახალწლო სურვილებიც მოისმინა და დაჰპირდა რომ მათი სურვილები მომავალ წელს აუცილებლად ახდება.
წინასაახალწლოდ თელავის მერიამ ბავშვები გასართობ ცენტრში ბუ-ბუ-ტა-ში მიიწვია, სადაც სპეციალურად მათთვის საბავშვო წარმოდგენა გაიმართა.
ღონისძიებას თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თელავის მერმა წარმატებულ ახალგაზრდებს საჩუქრები გადასცა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერი პლატონ კალმახელიძე წინასაახალწლოდ თელავის საჯარო სკოლების წარმატებულ მოსწავლეებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა.
ქალაქის მერის ინიციატივით ყოველი ახალი წლის ბოლო კვირას თელავის მერია მასპინძლობს წარმატებულ ახალგაზრდებს, სადაც მერი პირადად აჯილდოვებს წლის წარმატებულ მოსწავლეებს.