თელავის მერმა ეტალონის გამარჯვებულისთვის ჯილდო დააწესა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ეტალონის გამარჯვებულისთვის ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით დააწესა, რომელიც რეგიონალური შეჯიბრის გამარჯვებულს, თელავის მე-7 სკოლის მოსწავლეს რატი გალახვარიძეს გადაეცემა.
ეტალონის რეგიონალურ შეჯიბრს თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი ესწრებოდა, გამგებელმა ყარაჯლის სკოლის მოსწავლეს საჩუქრად მობილური გადასცა და წარმატებები უსურვა.

ინტელექტუალური შეჯიბრი 26 დეკემბერს თელავის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობას სპეციალური კონკურსის შედეგად შერჩეული თელავის ათი სკოლის წარმომადგენელი იღებდა.

თელავის საახალწლო განათება

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

31 დეკემბერს თელავის მერია გიწვევთ ცენტრალურ მოედანზე, გალა კონცერტზე, რათა ყველა ერთად შევხვდეთ ახალ, 2016 წელს!

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და თელავის მერია ყველას საუკეთესო წინასაახალწლო განწყობას გისურვებთ. სულ მალე გახდება ცნობილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც საახალწლოდ დაიგეგმა.

თელავში მრავალსართულიანი ბინის ფასადი ხელახლა რეაბილიტირდება

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით რეაბილიტირდება.

აღსანიშნავია, რომ მრავალსართულინი ბინის ფასადს რეაბილიტაცია 2012 წელს თელავში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჩაუტარდა , თუმცა ფასადზე არსებული ბაზალტის ფილები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მომენტალურად ჩამოიშალა, შემთხვევის ადგილას არავინ დაზიანებულა.
მნიშვნელოვანია, რომ ფასადის რეაბილიტაცია კაპიტალურად ხდება, რაც მსგავს შემთხვევას სამომავლოდ გამორიცხავს.

ეროვნული გვარდიის იუბილე თელავში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

საქართველოს ეროვნულ გვარდიას 25 წელი შეუსრულდა. გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კონცერტით მიულოცა.

საიუბილეო ღონისძებას თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი, ეროვნული გვარდიის სარდალი ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

თელავის ბაღების წინასაახალწლო კონცერტი

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავის მერიის ორგანიზებით ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში ბაღების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა, ღონისძიებაში მონაწილეობა თელავის თეატრის მსახიობებმაც მიიღეს.

ღონისძიების დასასრულს თელავის მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა ყველა ბაღს საჩუქრად მტვერსასრუტები და მერიის დაკვეთით გამოცემული 2016 წლის კალენდარი გადასცა.
ღონისძიებას თელავის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი უძღვებოდა.