იუსტიციის მინისტრმა თელავში გამოფენა გახსნა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავში, კახეთის რეგიონული არქივის შენობაში გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნა.

გამოფენის გახსნას კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადებულ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვან და ფართომასშტაბიან გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი საარქივო მასალები, რომლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია.
გამოფენა 12-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში იყო წარმოდგენილი. თელავში ექსპოზიცია 6-დან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია.

ერეკლეობა-2015

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ თელაველებს და ჩამოსულ სტუმრებს საღამოს, დასკვნით ღონისძიებაზე მიესალმა და ერეკლეობა მიულოცა: ,,მეგობრებო, თელავი ეს არის მომავლის ქალაქი, მაგრამ იგი ამაყობს თავისი საგმირო წარსულით და მიღწეული გამარჯვებებით, მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებები მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე არ რჩებიან და ჩვენ მომავალი წლის ერეკლეობას უკვე ვიზეიმებთ რეაბილიტირებული ბატონის სასახლის გახსნას. ასევე თელავს ექნება ისეთი გალერეა, რომელზედაც ბევრი ევროპული ქალაქი იოცნებებდა. სულ ახლახანს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ვახვახიშვილების ისტორიულ სასახლეს, იგი ქალაქის კულტურული ცხოვრების ამაღლებას მოემსახურება, ჩვენ ვზრუნავთ პატარა კახის მშობლიურ ქალაქზე, ჩემთვის თელავი თითოეული თქვენგანია და ყოველი თქვენგანი ჩემთვის ძალიან ახლობელია.”-აღნიშნა მერმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.

ერეკლეობის დასკვნით ღონისძიებაზე ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ, თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გელა სამხარაულმა და ბაგრატიონების სამეფო კარის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონმა საპატიო თელაველები დააჯილდოვეს.

ერეკლეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხელისუფლების წარმომადგენლები: კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.

თელავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

სამ სართულიანი ნაგებობა, რომელიც წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო, სრულად გარემონტდა. აღიჭურვა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით. მეხანძრე-მაშველებისთვის აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა, ავტოფარეხი და მოხდა ეზოს კეთილმოწყობა. მეხანძრე მაშველებს გადაეცათ ყოველდღიური და საბრძოლო ფორმები. სპეციალურად ამ დღისთვის მეხანძრე-მაშველების მიერ გაიმართა სიმულაციური ჩვენებაც.
შენობის გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე დაესწრნენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სახანძრო-სამაშველო შენობების კაპიტალური რეაბილიტაცია-აღჭურვა თელავიდან დაიწყო.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შეხვედრა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადდგენლები და თელავის საზოგადოება ესწრებოდნენ. შეხვდრაზე ასევე გაიმართა ძველი თელავის ამსახველი ფოტოალბომის პრეზენტაცია.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიმდინარე წლის ზაფხულს კვლევითი სამუშაოები თელავში გასწია, რის შედეგადაც გამოვლინდა ოთხი არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტი: კახური ქუდი, ჩურჩხელა, მეთუნეობა და კახური პური.

თელავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის”ოფისი გაიხსნა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ,,კრისტალი” უფროსმა საოპერაციო ოფიცერმა კახაბერ გაბესკირიამ ,,კრისტალის” თელავის ფილიალი გახსნეს.

კრისტალში მოსახლეობა შეძლებს მიიღოს ორი სახის ფინანსური მომსახურება: საკრედიტო და არასაკრედიტო. საკრედიტო მომსახურება: ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხები (ლარის და დოლარის ვალუტაში). არასაკრედიტო: ვალუტის გაცვლა, კომუნალური გადახდები, გზავნილები და სხვა.

კომპანიის თელავის ოფისში ადგილობრივი კადრები იქნენ დასაქმებულები.
კომპანიაში სულ დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი.