ქალაქ თელავის მერმა წლიური ანგარიში წარადგინა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ საკუთარ ამომრჩეველს წლიური ანგარიში წარუდგინა. ქალაქის მერმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მერიის მიერ გაწეული მუშაობა სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით.

,,ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მერიის მუშაობა ყოველმა თელაველმა საკუთარ თავზე იგრძნოს. მას შემდეგ, რაც თელავის მერია არსებობს მილიონობით ლარი დაიხარჯა სწორედ იმისთვის, რომ ბაღებში ჩვენს პატარებს უკეთესი პირობები ჰქონოდათ აღზრდისთვის, თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახის კეთილდღეობაზე გვეზრუნა, გაგვეუმჯობესებინა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ასევე შეგვენარჩუნებინა და აღგვედგინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქალაქში ამ წუთებშიც მიმდინარეობს ისტორიულად მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ეს ყველაფერი სწორედ გუნდური მუშაობის და თქვენი გვერდში დგომის შედეგია.”- განაცხადა ქალაქის მერმა მოსახლეობისთვის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

ქალაქის მერის წლიური ანგარიშის წარდგენას ქალაქ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გელა სამხარაული, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი, მერის მოადგილეები ლევან ლილუაშვილი და ალექსანდრე საჩიშვილი ესწრებოდნენ.

სამოქალაქო აქტივობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,აგორა” ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თელავში 4 000 კითხვარი დაარიგა, სადაც მოქალაქეს საშუალება ჰქონდა დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება თელავის მერიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ასევე თავად დაესახელებინა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. პროექტი ქალაქ თელავის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.

სამოქალაქო აქტივობის პროექტის შეჯამებას ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი, ჩეხეთის საელჩოს,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და თელავის მკვიდრნი ესწრებოდნენ.

მოქალაქეებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს სხვადასხვა საკითხის გადაჭრის გზებზე და ქალაქის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

რეაბილიტირებული რუსთაველის გამზირი

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში რუსთაველის გამზირის ქვაფენილიანი მონაკვეთი, რომელიც დაზიანების გამო სიძნელეს უქმნიდა მოსახლეობას ტრანსპორტით და ფეხით გადაადგილებისას, სრულად რეაბილიტირდა. მოასფალტდა 2 735 კვ.მ-ის გზის სავალი ნაწილი, მოხდა ბორდიურების, ეზოში შესასვლელების, ასევე ნიაღვარმიმღებისა და კოლექტორის მოწყობა.
გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 273 278 ლარი დაიხარჯა.
ჩვენი პრიორიტეტია თელავის ყველა ქუჩაზე ზრუნვა-ქალაქ თელავის მერია.

რეაბილიტირებული ტაბიძის ქუჩა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავში ტაბიძის ქუჩა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ასფალტის საფარის გარეშე იყო, სადაც გადაადგილება ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთათვის სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, სრულად რეაბილიტირდა. მოასფალტებული გზის სავალი ნაწილი 4. 220 კვ.მ-ს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში მოხდა ბორდიურებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა, ასევე მთლიანად მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა.
გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 353 943 ლარი დაიხარჯა.

ჩვენი პრიორიტეტია თელავის ყველა ქუჩაზე ზრუნვა-ქალაქ თელავის მერია.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის მორიგი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი

ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს  2015  წლის   2  ნოემბრის  მორიგი   სხდომის

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

                        მომხს. ნ. ვაყელიშვილი

11.00სთ-დან 11.20სთ-მდე