14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

დღეს, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გია გიგაშვილმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დავით ჯორჯაძემ, მერმა პლატონ კალმახელიძემ და მისმა მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა თელავის ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის“ ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობიბის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოზარდებს საჩუქრად ტკბილეული, საბავშვო წიგნები და სათამაშოები გადასცეს. ამის პარალელურად სტუმრებს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო პაატაშვილმა, მიღწეული წარმატებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სკოლამდელი ინკლუზიური განათლების და აუტისტური სპექტრის აშლილობით ბავშვების სერვისის განვითარების საკითხსაც. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ორგანიზაციას კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას დაპირდნენ.

საკრებულოს წევრები სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

დღეს, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია
გიგიაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით ჯორჯაძე, ფრაქცია ,,ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი და ეკონომიკასა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ემინაშვილი, თელავის N4, N5, N6, სოფელ წინანდლის, კონდოლის და ნაფარეულის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მიეღოთ პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე, რომლებიც ძირითადად საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონს და თვითმმართველობის ძირითად პრინციპებს ეხებოდა.

წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია იყალთოს აკადემიაში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

საქართველოს დამოუკიდებლობის 25–ე წლისთავთან დაკავშირებით თელავში, იყალთოს აკადემიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, რომელიც თბილისსა და ქვეყნის 5 რეგიონში ერთდროულად დაიწყო. ფიცი 44-მა წვევამდელმა დადო. ცერემონიას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერი პლატონ კალმახელიძე, ეროვნული გვარდიის სამხედრო შტაბისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თელავში დილიდან მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, რომელიც ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი შიოლაშვილთან, მერთან პლატონ კალმახელიძესთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მათ ეროვნული დღესასწაული საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცეს.

თელავის მერი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეს შეხვდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეს კიოკუშინკაი კარატეში ზურაბ ბეჟანიშვილს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კახაშვილის და ზურაბ ბეჟანიშვილის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ქალაქ თელავის მერიამ დააფინანსა, აღსანიშნავია რომ გიორგი კახაშვილმა 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი მოიპოვა.
შეხვედრას ქალაქ თელავის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ემინაშვილი და თელავის სასპორტო გაერთიანების მწვრთნელი ნოდარ იუკურიძე ესწრებოდნენ.