ქორეოგრაფიული ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თელავში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ,,შემოდგომის რიტმები” დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალი საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში ხუთი ქვეყნის: საქართველოს, ისრაელის, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქამეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა ჩამოსულ სტუმრებს საჩუქრები გადასცეს, ხოლო ცნობილ მოცეკვავეს ომარ მხეიძეს ოთხმოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სახელით ერეკლე მეორის პორტრეტი გადაეცა.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე სპეციალურმა ჟიურიმ ის ანსამბლები გამოავლინა , რომლებიც გაემგზავრებიან ქორეოგრაფიის ევროპისა და მსოფლიო ფესტივალებზე. აღსანიშნავია, რომ ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ანსამბლებმა: ,,თელავი” და ,,მართვე”, ხოლო ანსამბლ ,,მართვეს” ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ასოციაციამ სპეციალური ჯილდო გადასცა.

საერთაშორისო ფესტივალი ,,შემოდგომის რიტმები” თელავში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კამალმახელიძემ საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ,,შემოდგომის რიტმების” ფარგლებში ქორეოგრაფიის ევროპის ასოციაციის პრეზიდენტთან ნიკოლოვ კალოიანთან და აზერბაიჯნის ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედარა , რომელსაც თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და კახეთის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარე მიხეილ ჯიდალიშვილი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,შემოდგომის რიტმები” საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის ინიციატივით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხუთი ქვეყნის: საქართველოს, ისრაელის, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება თელავში ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა.

ფესტივალის მონაწილე ქვეყნების ფოლკლორულმა ანსამბლებმა მეგობრობის ნიშნად, საკუთარი ქვეყნების სახელების შეძახილებით, ეროვნული სამოსებითა და დროშებით თელავის ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

მარიამ კოზმანიშვილის ახალი საავტორო წიგნის პრეზენტაცია

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ცნობილ თელაველ მწერალს მარიამ კოზმანიშვილს ახალი საავტორო წიგნის პრეზენტაცია მიულოცა და ყვავილების თაიგული გადასცა. ქალაქის მერმა შეკრებილ საზოგადოებასთან ისაუბრა თუ რა როლი აქვს მწერლობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ თელავის მერია შემოქმედი ადამიანების ხელშეწყობისათვის ყველაფერს აკეთებს.

ღონისძიება ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა, ცნობილ პოეტს ახალი საავტორო წიგნის გამოცემა მეგობრებმა და პოეტის შემოქმედებით მოხიბლულმა თელაველებმა მიულოცეს. ღონისძიებას ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე ესწრებოდა.

,,მზე დავდე კართან”- ასე ჰქვია მარიამ კოზმანიშვილის ახალ წიგნს.

თელავში ახალგაზრდული ევროპული ცენტრი აშენდება

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძე, ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ არსენიშვილმა თელავში ის ადგილი დაათვალიერეს სადაც მომავალი წლიდან ახალგაზრდული ევროპული ცენტრის აშენება იგეგმება.
,,თელავი არის საუნივერსიტეტო ქალაქი და შესაბამისად აქ თავს იყრის მრავალი ახალგაზრდა, ახალგაზრდული ევროპული ცენტრის აშენება ხელს შეუწყობს მათ სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებაში. ახალგაზრდული ევროპული ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და აღიჭურვება უახლესი ტექნიკით. “-განაცხადა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მხატვართა ნამუშევრების გამოფენა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას დაესწრო. ღონისძიება საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც ასევე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. კატალოგში შვიდასი მხატვრის 2014-2015 წლების ნამუშევარებია წარმოდგენილი, მათ შორის თელაველი მხატვრების. საღამოს სხვადასხვა თაობის მხატვრები, პოეტები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. გამოფენა თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა.