შეხვედრა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ქალაქ თელავის მერიის მხარდაჭერით მონაწილეობდნენ ბათუმში ,,თოფუზი- 2015″-ის დასკვნით ფესტივალზე, ასევე იმყოფებოდნენ ბულგარეთში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ჟიურის მოწონება და სპეციალური პრიზი დაიმსახურეს. მოსწავლეებმა მერს ფესტივალის სამახსოვრო სუვენირი, ფილმებისა და მონაწილე ქალაქების აქტივობების ამსახველი ბეჭდური ბუკლეტი გადასცეს. ქალაქის მერმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

ახალი სასწავლო წელი რეაბილიტირებულ ბაღებში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ რეაბილიტირებულ მე-9 და მე-7 ბაღების აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

,,მინდა სწავლის დაწყება მივულოცო ბაღების აღსაზრდელებს და მომსახურე პერსონალს, ჩვენთვის ყველაფერზე პრიორიტეტულია მომავალ თაობაზე ზრუნვა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ ოთხი ბაღის შიდა, სრულ რეაბილიტაციაზე 921 057 ლარი დაიხარჯა, ხოლო დანაჩენი ბაღების სამზარეულოების მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 458 ლარი იქნა გამოყოფილი. რეაბილიტირებულ ბაღებში არსებული პირობები აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს”-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის მერმა.

ასევე აღსანიშნავია რომ ბაღებს გადაეცათ 8735 ლარის ღირებულების თანამედროვე ტექნიკა და 5 158 ლარის სათამაშოები.

ჩინეთის ქალაქ კუიტუნის ოფიციალური დელეგაცია თელავში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ჩინეთის ქალაქ კუიტუნის ხელმძღვანელი ჯია იშენგი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად თელავს ეწვია. ჩინურ დელეგაციასთან მეგობრული სახის შეხვედრა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა გამართეს. შეხვედრა ქალაქებს შორის თანამშრომლობას შეეხებოდა: ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიის, კულტურისა და სხვა სფეროებში.

მნიშვნელოვანია, რომ 14 ოქტომბერს ქალაქ თელავსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ კუიტუნს შორის ხელი მოეწერა მეგობრობის მემორანდუმს , რომელიც მიზნად ისახავს ორ ქალაქს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა დარგში. შეთანხმების მიხედვით ქალაქებს შორის პრიორიტეტულია რეგულარული კონტაქტები, რაც ხელს შეუწყობს თელავის, როგორც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქის ჩართვას იმ გლობალურ პროცესში, რასაც აბრეშუმის გზა ჰქვია.

მეგობრობის მემორანდუმი თელავსა და კუიტუნს შორის

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავსა და ჩინეთის ქალაქ კუიტუნს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ქალაქ კუიტუნის ხელმძღვანელმა ჯია იშენგმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიის, კულტურის და სხვა სფეროებში.
შეთანხმება ასევე გულისხმობს ორი ქალაქის ხელმძღვანელობას შორის მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობასა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებას.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.ფესტივალის ბოლო საკონცერტო დღეს მსოფლიოში ცნობილმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბეთჰოვენის დო მინორი შეასრულა (მარცხენა ხელისთვის).
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ცნობილ პიანისტს მადლობა გადაუხადა მუსიკის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის და ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გელა სამხარაული, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.

ქალაქ თელავის მერია მადლობას უხდის მსოფლიოში გამოჩენილ პიანისტს ელისო ვირსალაძეს თელავისა და სრულიად საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.