ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი აცხადებს  კონკურსს ქალაქ თელავის  მერიის 6  ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე www.hr.gov.ge 28 ოქტომბრამდე. კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. აქვე გთავაზობთ ყველა ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალს სამსახურებისა და განყოფილებების მიხედვით, (რეგისტრაციის გასავლელად ან/და ვრცელი ინფორმაციის სანახავად გაყევით შესაბამის ბმულს)

შეხვედრა ქართველ და ფრანგ სტუდენტებთან

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ქალაქის მერმა ქართველ და ფრანგ სტუდენტებთან ისაუბრა თელავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურისტულ პოტენციალზე და იმ პროექტებზე, რომელსაც თელავი მეგობარ ევროპის ქალაქებთან ერთად ახორციელებს, ასევე აღნიშნა, რომ თელავისთვის პრიორიტეტულია ევრო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტები: ვლადიმერ ნაფეტვარიძე და ლევან ხუციშვილი, ხოლო სენტ-ეტიენის უნივერსიტეტს მაგისტრანტთა ჯგუფის წევრები:ვერონიკა პომიე, მარლენ როზენბერგერი და რემკო ლამეტი.

შეხვედრა ევროპის საბჭოს, სენტ–ეტიენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) და თსუ-ს ერთობლივი პროექტის “ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისათვის” (LoRDeP) ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ევრო საბჭოს მიერ სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობისათვის.

კამერული მუსიკის საღამო წინანდალში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე წინანდალში ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში კამერული მუსიკის საღამოს დაესწრო. კონცერტზე მსოფლიოში ცნობილმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ, ედვარდ ბრუნერთან და დავით ოისტრახის ორკესტრთან ერთან მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი სოლ მინორო შეასრულა.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში გრძელდება, 17 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი სადაც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“,ვიტოლდ ლუტოსლავსკი – კონცერტი კლარნეტის, არფისა და სიმებიანი ორკესტრისათვის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად და სხვა.
გაატარეთ დაუვიწყარი საღამოები კლასიკურ მუსიკასთან ერთად, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში.

თელავში ,,მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი” გაიხსნა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

თელავში ,,მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი” გაიხსნა. კლასიკური მუსიკის ფესტივალი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა და ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ გახსნეს.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას თელავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გელა სამხარაული, საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი ესწრებოდნენ.

ფესტივალი ტრადიციულად, თელავში 10-18 ოქტომბერს ტარდება, რომლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. 2015 წლის ფესტივალი მეოცე საუკუნის უდიდესი პიანისტის – სვიატოსლავ რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში 7 კონცერტი ჩატარდება, გაიმართება ასევე, საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები. ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული პროფესიული მუსიკა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

,,თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება, ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თელავის მერია.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,კულტურათაშორის დიალოგი”

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

იაკობ გოგებაშვილის სახელობის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,,კულტურათაშორის დიალოგი” გაიხსნა, კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას საპატიო სტუმრების რანგში ხელისუფლების წარმომადგენლები კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა არსენიშვილი და ქალაქ თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.

გახსნის ცერემონიას კონფერენციის მონაწილეთა შორის საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და მკვლევარები არიან.
საერთაშორისო კონფერენცია „კულტურათაშორის დიალოგი“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამედ ტარდება.
წლევანდელი კონფერენციის ორგანიზატორები კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.
კონფერენციის ფარგლებში 100-ზე მეტი მოხსენება იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.