საზაფხულო ფესტივალი ,,წიგნი და მუსიკა” თელავში

11112546_632324380237718_7396896941231607758_o

10 ივლისს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზაფხულო ფესტივალი ,,წიგნი და მუსიკა” გაიმართა. მოქალაქეებს, შესაძლებლობა ქონდათ დიდი ფასდაკლებით შეეძინათ სხვადასხვა გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი წიგნები. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ პოეტი ლია ლიქოკელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე, მუსიკალური ჯგუფები ,,the bearfox” და ,,blue sun”.

საქართველოს ჩემპიონატი ქუჩის კალათბურთში

11419315_1607051809579736_4995090677082062397_o

8 ივლისს თელავმა ქუჩის კალათბურთში საქართველოს ჩემპონატის კახეთის ტურნირს უმასპინძლა. შესარჩევ თამაშებში მონაწილეობას თბილისისა და კახეთის სულ 15 გუნდი იღებდა. საბოლოოდ გამარჯვება თელავის გუნდმა ,,კახეთის აკადემია”-მოიპოვა, რომელიც ივლისის ბოლოს თბილისში მონაწილეობას დასკვნით თამაშებში მიიღებს, საიდანაც გამარჯვებული გუნდი რუმინეთში ქუჩის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
შეჯიბრს თელავის მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ქუჩის კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გიგა გურგენიძე და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ოთარ ბრაგვაძე ესწრებოდნენ.
ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, მხარდამჭერი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

თელავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

11419315_1607051809579736_4995090677082062397_o

7 ივლისს ქალაქ თელავში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რის ფარგლებშიც მთლიანად გამოიცვლება შიდაგამანაწილებელი ქსელი და ქალაქს წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში მიეწოდება. მიმდინარე სამუშაოები ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და მერის მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა დაათვალიერეს.
პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მისი საერთო ღირებულება 7 000 000 – ლარს შეადგენს.სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

თათია შარანგიას საქველმოქმედო კონცერტი თელავში

11419315_1607051809579736_4995090677082062397_o

2 ივლისს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში ცნობილი პიანისტის თათია შარანგიას კონცერტი გაიმართა. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად.
კონცერტს ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და ვიცე-მერი თენგო მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.

2015 წლის 8 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი

ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს  2015  წლის 8 ივლისის  მორიგი   სხდომის

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

 

  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

                            მომხს. ნ. ვაყელიშვილი

11.00სთ-დან 11.20სთ-მდე