საჯარო დისკუსია თელავის უნივერსიტეტში

WMTR - 50

5 მაისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით  დასუფთავებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართა, რომელსაც მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ნატროშვილი  უძღვებოდა. საჯარო განხილვას ქალაქ თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე ესწრებოდა, რომელმაც საუნივერსიტეტო საზოგადოებას გააცნო დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნები და ამოცანები.

,,სპორტულ კლუბთა გაერთიანებას” სპორტული ინვენტარი გადაეცა

DSC_0212

7  მაისს  ქალაქ თელავის მერმა დაათვალიერა თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლის მეოთხე სართულზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც განთავსდება სპორტსკოლის და სპორტულ კლუბთა გაერთიანების ადმინისტრაცია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯი-ვი-ეს-ის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ  ქალაქის მერთან ერთად სპორტულ კლუბთა გაერთიანებას სპორტული ინვენტარი გადასცა.

,,სპორტულ კლუბთა გაერთიანება”-ს სპორტული ინვენტარი გადაეცა

DSC_0212

7  მაისს  ქალაქ თელავის მერმა დაათვალიერა თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლის მეოთხე სართულზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც განთავსდება სპორტსკოლის და სპორტულ კლუბთა გაერთიანების ადმინისტრაცია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯი-ვი-ეს-ის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ  ქალაქის მერთან ერთად სპორტულ კლუბთა გაერთიანებას სპორტული ინვენტარი გადასცა.

გზების ორმოული შეკეთება დაიწყო

DSC_1735

თელავში გზების ორმოული შეკეთება დაიწყო. ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს, ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ პირადად დაათვალიერა და გაესაუბრა სამუშაოზე დასაქმებულ მუშებს. გზების ორმოული და შემასწორებელი ფენების მოწყობითი სამუშაოები  4 მაისს დაიწყო და მის ფარგლებში ქალაქის ყველა ქუჩა მოწესრიგდება.

შეხვედრა ,,კალმისა და ფუნჯის მსახურთან”-გიორგი ბერძნიშვილთან

DSC_0191

6 მაისს თელავის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ცნობილი მწერლის გიორგი ბერძნიშვილის საღამო, სადაც პოეტისა და პროზაიკოსის ახალი წიგნის ,,ვაჰ სოფელო-ს პრეზენტაცია შედგა. ბატონი გიორგი ქალაქ თელავის მკვიდრია, იგი 6 პოეტური და პროზაული წიგნის ავტორია. საღამოს ესწრებოდნენ ქალაქ თელავის საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, კულტურის, ძეგლთა დაცვის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი და  მწერლის მეგობრები.