წინასააღდგომო საჩუქრები ქალაქის მერისგან

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ აღდგომის დღესასწაული უსინათლოთა კავშირის წევრებს წინასწარ მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა, ქალაქის მერმა მოისმინა თითოეული მოქალაქის შეხედულება ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით და დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მითი შეზღუდულ შესაძლებლობებზე დაინგრეს და ყოველ მათგანს მაქსიმალურად ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების პერსპექტივა.
სააღდგომე საჩუქრები გადაეცათ დევნილ ოჯახებს, საჩუქრები მოქალაქეებს მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა და მერის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ თელავის ადმინისტრაციულ ერთეულში გელა ალექსიძემ გადასცეს.
სააღდგომე დღეებში საჩუქრები გადაეცემათ მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს,მარჩენალ დაკარგულ და სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს.

შეხვედრა გარემოსდაცვით საკითხებზე

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და თელავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე კავკასიის გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ შეხვედრას დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მომზადდა სამართლებრივი პაკეტის პროექტი თვითმმართველობებში ე.წ. ,,გამწვანების სამსახურების” სისტემის გასაუმჯობესებლად და მიმდინარეობს გადამზადების კურსი სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის თელავში.

შეხვედრა გაიმართა თემაზე ,,მწვანე საფარის მართვა”, ღონისძებას ესწრებოდნენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის კახეთის კოორდინატორი კახაბერ სუხიტაშვილი, პროექტის ,,ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში”- წარმომადგენელი ნინო თევზაძე, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგნლები პაპუნა კაპანაძე და ლაშა ძაძამია, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

თელავის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

25 აპრილს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა და მიენიჭება ქართველი მხედართმთავრის, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი.
ცერემონია გახსნეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა,გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ არსენიშვილმა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა.

საქარველოს ჩემპიონატი ხელბურთში

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალურ თამაშს დაესწრო.
საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას სულ 8 გუნდი იღებს. სპორტულ შეჯიბრებებში თელავის გუნდიც ,,თელავის იმედი”იღებს მონაიწლეობას.

 

თელავი დედამიწის დღეს შეუერთდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე თელავის მესამე საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქალაქის მერი სკოლის მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზეც ესაუბრა და აღნიშნა რომ 22 აპრილი დედმიწის დღედ 1970 წლიდან აღნიშნება, მას შემდეგ რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
დედმიწის დღე მე-9 სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის მოედანზე ფლეშმობით და ველოსიპედებით მსვლელობით აღნიშნეს.
ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.