ხსოვნის საღამო ,თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში

01

 

28 თებერვალს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში,  გაიმართა ხსოვნის საღამო, რომელიც მიეძღვნა თეატრის გარდაცვლილი მსახიობების: შოთა ბეჟანიშვილის, ლევან ტალაშვილის და ავთანდილ გულიაშვილის ხსოვნას. ხსოვნის საღამოს ესწრებოდა ქალაქ თელავის მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი.

თელავის საჯარო სკოლების მედალოსან მოსწავლეთა დაჯილდოვება

ttt-00

26 თებერვალს თელავის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრში გაიმართა თელავის საჯარო სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება.ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული,საკრებულოს თავჯდომარე არჩილ თხლაშიძე, კულტურის ძეგლთა დაცვის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი და სხვა.მოსწავლეებს მედლები საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ გადასცა.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში

ttt-00

26 თებერვალს,თელავში ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ პროექტის “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში” პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრა “თელავის სასპორტო გაერთიანებასთან”


ggg-00

25 თებარვალს “თელავის სასპორტო გაერთიანებასთან’ სამუშაო შეხვედრა გაიმართა,სადაც წარმოდგენილ იქნა სასპორტო გაერთიანების მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ნუსხა და 2015 წლის ბიუჯეტი.

განათლებისა და დასაქმების გამოფენა ,,მომავალი შენია”


ggg-00

14-15 თებერვალს ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით განათლებისა და დასაქმების გამოფენა მომავალი შენია გაიმართა.
განათლების გამოფენაში კახეთის 4 მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანის, ყვარლისა და ახმეტის განათლებისა და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.