ქალაქ თელავის მერი საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა და ქალაქში მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე გადასაჭრელ საკითხებზე მათი შეხედულებები მოისმინა.
ქალაქის მერის განცხადებით გარკვეული საკითხები, რომლებიც შეხვედრაზე იქნა დასახელებული კიდევ უფრო კარგად იქნება შესწავლილი და შეძლებისდაგვარად გადაჭრილი.

 

თელავის მერმა მოსწავლეები დააჯილდოვა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ სპორტული ტირით სროლაში გამარჯვებული თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა.
სპორტული ტირით სროლაში შეჯიბრები თამაზ ანთაზის სახელობის სპორტული კომპლექსის ბაზაზე არსებულ სპორტულ ტირში მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში.

 

თელავის მერი ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

,,ზოგიერთი ადამიანისთვის ამქვეყნად ფიზიკური არსებობა მისი მარადიული ცხოვრების მხოლოდ ნაწილია, მისთვის დრო და სივრცე მხოლოდ ფსევდონიმებია უკვდავებისა და დაუღალავი მოღვაწეობის, ეს მხოლოდ ისეთ გამორჩეულ პიროვნებებს შეუძლიათ როგორიც ნამდვილად სასახელო თელაველი ქალბატონი ელენე ახვლედიანი გახლდათ. მე თითოეულ ახალგაზრდაში რომელმაც თავისი ნამუშევრები დღეს აქ, ამ ახლად შექმნილ სივრცეში წარმოადგინა ვხედავ მომავალ ელენე ახვლედიანს და ვირტუოზს თავის საქმეში, მინდა ყოველ თქვენგანს ევლოს იმ დიდების გზაზე, რომლის ბოლოც უკვდავება და ჩვენი სამშობლოსთვის დიდი სამსახურის გაწევაა.”-განაცხადა ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ცნობილი თელაველი მხატვრის ელენე ახვლედიანის 115 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, რომელიც თელავის ელ.ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მიერ იყო ორგანიზებული.

 

თელავის მერიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

11145139_666722253464597_6580118417572391735_o (1)

ქალაქ თელავის მერიასა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.
შეთანხმების ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა ქალაქ თელავს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა პროექტს შესთავაზებს, მათ შორის მოხდება თელავის ბიბლიოთეკის კომპიუტერიზაცია და არქივების შექმნა, თელავს ასევე გადმოეცემა ე.წ. წიგნის კიდობანები, რაც დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას მისცემს უფრო მისაღებ გარემოში ჰქოდეს წვდომა სასურველ ლიტერატურასთან.

თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ

 

თვითმმართველი  ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულ იქნა 2014 წლის 29 დეკემბერს და ბიუჯეტი განისაზღვრა 8464,18 ათასი ლარის ოდენობით.  2015 წლის 12 თვის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით ბიუჯეტი სულ გაიზარდა 2588,92 ათ.ლარით, კერძოდ:

გაიზარდა 891,37 ათ.ლარით – წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთის გადასახდელებში ასახვით;

გაიზარდა 52,62 ათ.ლარით – საქართველოს მთავრობის 20,0,2015 წლის #39 განკარგულებით –  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვით;

გაიზარდა 1800,074 ათ.ლარით – „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“- საქართველოს მთავრობის 20,0,2015 წლის #39 განკარგულებაში  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის  #694 განკარგულებით ცვლილებების შეტანის საფუძველზე შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვით;